აღწერა
კომპანია ჯიბე Cash & Carry, თბილისში, თემქის და ნავთლუღუის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: თბილისი, თემქა-ისაკიანის #1, ნავთლუღი-მეველეს #20
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, 08:00-20:00 საათამდე (1:30 სთ შესვენება)
ანაზღაურება: 850 ლარი
მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდული პროდუქტის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში
** პროდუქციის სანაცვლოდ მომხმარებლისაგან თანხის მიღება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით.
** დადგენილი პერიოდულობით სალაროში არსებული თანხის გადათვლა, შესაბამისი ლიმიტის დაცვით თანხის ცენტრალურ სეიფში ინკასირების პროცესის უზრუნველყოფა;
** სალაროს ზონასთან არსებული პროდუქციის ვადებისა და მდგომარეობის კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, Apex-ში მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია. |